-
2015-01-23 19:22
საქართველოს ყოფილმა პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი დღეს პრესკლუბ „ჯაზუში“ მივიდა და ვაზაგაშვილების ოჯახს მიუსამძიმრა.
„მე მქონდა მასთან შეხვედრა და მითხრა, რომ ახალი მოწმეები გამოჩნდნენ მისი შვილის საქმეში. მოწმეები.
როგორც თქვა, უკრაინაში იმყოფებოდნენ. ის ასახელებდა უამრავ გვარს. მე მას დავპირდი, რომ მის გვერდზე ბოლომდე ვიქნებოდი. ვიცი, რომ გამოძიებამ იცის ამ ყველაფრის შესახებ," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა შს მინისტრის გადადგომაზეც გააკეთა კომენტარი.
„მან მიიღო სწორი გადაწყვეტილება. მან აჩვენა, რომ მას აქვს პასუხისმგებლობის განცდა და პატივი სცა საზოგადოებას და მუნდირს.
ჭიკაიძის საქციელით დასტურდება, რომ მთავრობა ახალი ღირებულებებით იმართება," - დასძინა ივანიშვილმა.