
უზენაესმა სასამართლომ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება ბათილად სცნო და სამსახურიდან დათხოვნილი თანამშრომლები აღადგინა. შემდეგი ნაბიჯი საკრებულოზეა.
მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით უცნობია დაუბრუნდებიან თუ არა თვითმმართველობის ყოფილი თანამშრომლები საკუთარ თანამდებობებს.
საკრებულომ საქმეების განსახილველად ერთთვიანი ვადა აიღო. ირაკლი შიხიაშვილის თავმჯდომარეობის დროს გათავისუფლებული 22 პირი სასამართლოს გადაწყვეტილებას თითქმის წელიწად ნახევარი ელოდა.