
ლოტკინის დასახლებაში, არსენიძეების ოჯახში მამა გაბრიელის ხატების მოსალოცად უამრავი ადამიანი დადის.
თავდაპირველად მირონდენა წმინდანის ერთმა ხატმა დაიწყო. ოჯახმა ამის შემდეგ რამდენიმე ხატი კიდევ შეიძინა და მირონდენა მათაც დაიწყეს.
ოჯახის დიასახლისი, მაკა ესაკია ამბობს, რომ ხატის მისალოცად მისული ადამიანები კმაყოფილები არიან, რადგან ზოგი უკვე განიკურნა.
„12 წლის გოგოს გულის მანკი აწუხებდა, საოპერაციოდ ამზადებდნენ, დედამ კი ხატის მოსალოცად მოიყვანა.
ოჯახის დიასახლისმა გოგონას მირონი გულზე აცხო, რომელმაც სისხლის ფერი მიიღო. გოგონა მაშინვე განიკურნა.
იმის შემდეგ ხშირად მოდის ხოლმე ეს პატარა ბავშვი ხატებთან და ლოცულობს" , - აცხადებს არსენიძეების მეზობელი ნინო.
ambebi.ge