
მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, იური ვაზაგაშვილს ბოლო დროს ინტენსიურად ხვდებოდა და მას პროკურატურის მიმართ პრეტენზიები არ ჰქონია.
პროკურორის მოადგილემ ეს განცხადება კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში გააკეთა, სადაც ის საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით იმყოფება. სისხლის სამართლის საქმე კასპში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სს კოდექსის 109 მუხლითაა აღძრული, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.
ირაკლი შოთაძის თქმით, პროკურატურას ჰქონდა მტკიცებულებები, რომლის მიხედვით ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პროცესი უნდა დაწყებულიყო და ამის შესახებ პირადად მისგან იყო ინფორმირებული იური ვაზაგაშვილი.