„ბიძინა ივანიშვილმა ღარიბაშვილს თამაზაშვილის დაუყოვნებლივ დაჭერა მოსთხოვა“

Image

გაზეთი „ქრონიკა +“ ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვის შესახებ წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, საქმე ეხება "აჭარაბეთს" და ბიზნესმენ თემურ უგულავას, რომელთანაც არაოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ  "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ზვიად ჯანყარაშვილი და  ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, პარლამენტარი ლექსო თამაზაშვილი.

 

„თემურ უგულავამ შეხვედრისას საუბრის აუდიოჩანაწერი გააკეთა, რაც მოგვიანებით მის უახლოეს მეგობარ ნიკუშა შენგელაიას ბიძინა ივანიშვილთან გაატანა.

 

აღნიშნული ჩანაწერის მოსმენის შემდეგ ივანიშვილს ძალიან დაეძაბა ურთიერთობა ღარიბაშვილთან და მას ლექსო თამაზაშვილის დაუყოვნებლივ დაჭერა მოსთხოვა.

 

...პირველსავე შეხვედრაზე თემურ უგულავასთვის ზვიად ჯანყარაშვილს უთქვამს, - თუ გინდა, ფინანსურ პოლიციას და დარიცხულ 150 მილიონს თავი დააღწიო, მოვილაპარაკოთო.

 

- რაზე მოვილაპარაკოთო? - დაუკონკრეტებია თემურ უგულავას.

- დარიცხული ჯარიმის ნახევარი, 75 მილიონი, არაოფიციალურად გადაიხადე და ფინანსური პოლიცია შემოწმებას შეაჩერებსო.

 

ჯანყარაშვილის შეთავაზებაზე უგულავას გასცინებია, - სასამართლოში მაქვს გასაჩივრებული დარიცხული ჯარიმა და საერთოდ, არ ვაპირებ არაფრის გადახდასო! რაზეც, ამჯერად, უკვე ლექსო თამაზაშვილს უპასუხია, - ყ...ზე გვკიდია შენი გასაჩირებაც და სასამართლოც, გადაიხადე ნახევარი და პრობლემებიც მოგიგვარდებაო!

 

როგოც ჩანს, თემურ უგულავა იმაზე უფრო ფრთხილი აღმოჩნდა, ვიდრე ჯანყარაშვილს წარმოედგინა.

 

მას კონკრეტიკა მოუთხოვია, - შენ პარტიის აღმასრულებელი მდივანი ხარ, თანამდებობით გარანტიების მოცემა არ შეგიძლია, დარიცხული ჯარიმის ნახევარი რომ გადავიხადო, ისიც არაოფიციალურად, რა გარანტია მაქვს, რომ ფინანსურ პოლიციაში პრობლემები მომიგვარდება და თანხა აღარ დამერიცხებაო?

 

პრემიერის ცოლის ნათესავებმა აქ დაუშვეს საბედისწერო შეცდომა - "ქრონიკა+"-ის წყაროს ინფორმაციით, მათ თემურ უგულავას უთხრეს, - ხომ არ დაგავიწყდა, ვისი ნათესავები ვართ, გარანტი სწორედ პრემიერ-მინისტრია, რომელიც საქმის კურსშია და რა პირობასაც გეუბნებით, ის პირობა აუცილებლად შესრულებული იქნებაო.

 

... იგივე ინფორმაცია ყოფილი პრემიერისთვის ჭუტა წერეთელსაც დაუდასტურებია.

 

იმის მიუხედავად, რომ თემურ უგულავა სააკაშვილის ბიზენსმენთა და დამფინანსებელთა სიაშია, ბიძინა ივანიშვილი მისი გაწეწვის ამ ფორმას წყობიდან გამოუყვანია. იმავე წამს შუშის სასახლეში შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერი დაუბარებია.

 

„უმადურობასაც აქვს საზღვარი, ირაკლი, ეს ლაწირაკი, რომელიც დეპუტატი არაფრისგან გავხადეთ, რას ბედავს შენი სახელითო?! - უთქვამს ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილისთვის.

 

მოქმედი პრემიერი ყოფილს ფეხებში ჩავარდნია, - იქნებ, ეს ამბავი არ გახმაურდეს და ამის შემდეგ ჩემი ცოლის ნათესავებს პირადად მივხედავო.

 

ირაკლი ღარიბაშვილი დიდხანს უმტკიცებდა ბიძინა ივანიშვილს, ჯანყარაშვილისა და თამაზაშვილის ქმედებების შესახებ არაფერი ვიცოდიო, მაგრამ ივანიშვილი არც ისე გულუბრყვილოა, რომ ღარიბაშვილის ეს ფიცი-მტკიცი დაეჯერებინაო", - წერს „ქრონიკა+“ სახელისუფლებო წყაროზე დაყრდნობით.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !