
კვირას, 18 იანვარს, ბათუმში რუსთაველისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაზე ავტომობილი დაიწვა.
იგი ბიზნესმენ ირაკლი ფარცვანიას ეკუთვნოდა.
მომხდარს თვითმხილველი არ ჰყავს. დამწვარი ავტომობილი მეზობლებმა იპოვეს.
მათი თქმით, აფეთქების ხმა არ გაუგიათ, თუმცა დამწვარი მანქანის გვერდით ბენზინით სავსე ბოთლები ნახეს.
შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა. მიმდინარეობს გამოძიება.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმე კრიმინალურ ავტორიტეტებს უკავშირდება.