სომხეთის ქალაქ გიუმრიში დემონსტრანტებმა 102-ე რუსული ბაზის შესასვლელთან მიმდინარე აქციის დროს რუსეთის სახელმწიდო დროშა ჩამოაგდეს და ფეხქვეშ გათელეს.
მათ ბაზის ტერიტორიაზე შეღწევაც სცადეს, მაგრამ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. შეტაკებები გიუმრისა და ერევანში მთელი ღამის განმავლობაში გღზელდებოდა.
შეგახსენებთ, რომ დემონსტრანტები ავეტისიანების ოჯახის 6 წევრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსი ჯარისკაცის ვალერი პერმიაკოვის სომხეთში გასასმართლებას ითხოვენ.