სომხეთის ქალაქ გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცმა ერთი ოჯახის ექვსი წევრი დახოცა

Image

ცოლ-ქმარი, მათი ვაჟი, რძალი და მცირეწლოვანი შვილიშვილი - ეს ადამიანები სომხეთის ქალაქ გიუმრიში განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზის ჯარისკაცმა ვალერი პერმიაკოვმა დახოცა.

 

დახოცილები ბინაში მეზობლებმა იპოვეს. ექვსივეს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ტრაგედიასთან დაკავშირებით სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქსიანმა სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელებთან სელექტორული საგანგებო თათბირი ჩაატარა. დაგეგმილია უშიშროების საბჭოს მოწვევა. ექვსი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი იძებნება.

 

სომხეთის თავდაცვის მინისტრს სეირან ოგანიანს დაუკავშირდა რუსი კოლეგა სერგეი შოიგუ, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, "დაღუპულთა ახლობლებს გაუწიოს ყოველგვარი დახმარება და ითანამშრომლოს სომხეთის საგამოძიებო ორგანოებთან".

 

მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილია მკვლელობის იარაღი - "AK-74" სისტემის ავტომატი და ვაზნები, ასევე მჭიდი. ადგილზევე იპოვეს სამხედრო ფეხსაცმელი წარწერით "პერმიაკოვი". აღსანიშნავია, რომ ოჯახის კუთვნილი ოქროს ნივთები, რომლებიც თვალსაჩინო ადგილზე იყო დადებული, არ გამქრალა, ამიტომ გამოძიება გამორიცხავს ძარცვის მიზნით თავდასხმას. 

 

თავდასხმა ავეტისიანების ოჯახზე ორშაბათს დილით მოხდა. ოჯახის მეშვიდე წევრი, 6 თვის სერიოჟა ავეტისიანი სიკვდილს საწაულებრივად გადაუღცა - ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მკვლელობაში ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ. გადაკეტილია ქალაქის ყველა გასასვლელი. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !