ტვ "იმედი" და ჰოლდინგი "კვირის პალიტრა": მთავრობის რჩეული მედია ორწლიანი საქმიანობის რეკლამირებისთვის

Image

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  საქართველოს მთავრობის ორი წლის საქმიანობის ანგარიშის "ცვლილებების ორი წელი“ საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურება დაახლოებით 830,000 ლარი დაჯდა.

 

 

რეკლემისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხები ორჯერ გამოიყო: ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი 2014 წლის 19 სექტემბრის მთავრობის განკარგულებით – 268,000 აშშ დოლარი (468,758 ლარი), ხოლო ამავე წლის 28 ოქტომბრის მთავრობის განკარგულებით – 363,000 ლარი.

 

მთავრობის კანცელარიიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სხვადასხვა ტიპის მომსახურების მიღების მიზნით მთავრობამ ხელშეკრულებები ათზე მეტ კომპანიასთან გააფორმა. ორგანიზაციის განცხადებით, შესყიდვები კონკურენტული ტენდერების გარეშე, პირდაპირი შესყიდვების გზით განხორციელდა, თუმცა ეს კონტრაქტები შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში არ იძებნება.

 

რეკლამისთვის გამოყოფილი თანხების "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" ინფორმაციით ასე გადანაწილდა:

 

დაახლოებით 380,000 ლარის ღირებულების მომსახურება (ვიდეორგოლების განთავსება) მთავრობამ შპს „მედია პორტს“ შეუკვეთა. ამ კომპანიის 60% შპს „უნივერსალ კაპიტალ გრუპს“ ეკუთვნის, რომელსაც ოფშორული კომპანია Redeli Management Limited-ის მეშვეობით დავით იაკობაშვილი ფლობს.

 

„მედია პორტი“ შპს „აუთდორ მედია ჰაუსის“ ერთ-ერთი მფლობელია. ამ კომპანიას 2,500 ლარი სარეზერვო ფონდიდან ფილარმონიის მონიტორზე ვიდეორგოლის განთავსებისთვის გადაეცა.

 

204,730 ლარის ღირებულების 8 ვიდეორგოლი 2012 წლის 2 ოქტომბერს რეგისტრირებულმა კომპანია შპს „კორ პროდაქშენმა“ დაამზადა.

 

128,600 ლარის ღირებულების ბროშურების დამზადება მთავრობამ შპს „ფავორიტი სტილს“ შეუკვეთა. კომპანიის დირექტორი თეონა თაქთაქიშვილია, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში რეგისტრირებულ კომპანია შპს „დამზადებულია საქართველოში N 1“-ის100%-ის მფლობელია.

 

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში„საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ შპს „დამზადებულია საქართველოში N1“-თან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც კომპანია ბიზნესის განვითარებისთვის სოლიდურ თანხებს შეღავათიანი პირობებით მიიღებს. კომპანიის, რომელიც სხვადასხვა სახის შესაფუთ მასალებს აწარმოებს, დირექტორის განცხადებით, პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ ამ ეტაპზე 1,500,000  აშშ დოლარი შეადგინა და საწარმოს ამუშავება 2015 წლის თებერვალში თბილისში უნდა მოხდეს.

 

„ტელეიმედში" ვიდეორგოლების ეთერში განთავსებისთვის (2014 წლის 31 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე) მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 35,000 აშშ დოლარი გამოიყო.

 

შპს „კვირის პალიტრისგან“ მთავრობამ 6,320 ლარის ღირებულების საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელების მომსახურება შეისყიდა. ჰოლდინგ „პალიტრა მედიაში“ შემავალ საინფორმაციო საიტებზე საინფორმაციო რგოლისა და ბანერის განთავსების მიზნით შპს „ედვერთლაინთან“ 10,643 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. ამ კომპანიის მფლობელიც შპს „კვირის პალიტრაა.“

 

4,720 ლარის ღირებულების ხელშეკრულება (საინფორმაციო რგოლის – რადიო „უცნობში“ განსათავსებლად) მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს რეგისტრირებულ კომპანიაშპს “ედვიჟენს“ გაუფორმდა.

 

ფიზიკურმა პირმა გოგიტა გოგილაშვილმა ვებ-გვერდ http://gogaggg.com-ზესაინფორმაციო ბანერის განთავსებისთვის 687 აშშ დოლარი მიიღო.

 

ამას გარდა, საქართველოს მთავრობის კანცელარიამ მიმდინარე წელს ფეისბუკზე გვერდის რეკლამირებაზე 9861 ლარი დახარჯა. აღნიშნულის შესახებ ნეტგაზეთს კანცელარიიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საპასუხოდ აცნობეს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !