ქუთაისში კიკვიძის ძეგლის დემონტაჟსა და მოსკოვის ქუჩისთვის ბენდუქიძის სახელის მინიჭებას ითხოვენ

Image

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ ქუთაისის ხელმძღვანელობას ინიციატივით მიმართავს. ორგანიზაციის წინადადება ქალაქში კომუნისტურ-ტოტალიტარული იდეოლოგიის გამომხატველი სიმბოლიკების აღმოფხვრას გულისხმობს.

 

კერძოდ, „ევროპა ჩვენი სახლია“ ქუთაისში არსებული ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟს ითხოვს. კიკვიძე უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლი და წითელი არმიის სარდალი იყო. მისი ძეგლი ქუთაისში უკვე 50 წელზე მეტია დგას. ორგანიზაციის წევრები ქალაქის მერიას სთავაზობენ, კიკვიძის სკვერს უკრაინის სახელი ეწოდოს.

 

„ქუთაისის ბიუჯეტში ყოველწლიურად არის გათვალიწინებული მსგავსი ხარჯი, რომელიც უსახური შენობების დემონტაჟს ითვალისწინებს.10 წუთია საჭირო ამ ძეგლის ჩამოსაღებად. ახლა კანონი გვავალდებულებს ამ ძეგლის ჩამოღებას. ქუთაისთან დაძმობილებულია უკრაინის ქალაქი ჟიტომირი. ამ ქალაქის დელეგაცია რომ ჩამოდის ქუთაისში, რას ვეუბნებით, როდესაც მათი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლის ძეგლი დგას ქუთაისში,“ - ამბობს ორგანიზაციის წევრი თორნიკე ბარათაშვილი.

 

„ევროპა ჩვენი სახლია“ ქუთაისის მერიას ქალაქში არსებული რუსული და საბჭოთა სახელწოდების ქუჩებისათვის სახელების გადარქმევისკენაც მოუწოდებს. მაგალითად, ორგანიზაცია ითხოვს, რომ მოსკოვის ქუჩას კახა ბენდუქიძის სახელი ეწოდოს. ვოლგოგრადის ქუჩა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის ქუჩის სახელწოდებით შეიცვალოს, ვასილ კიკვიძის ქუჩას ახალმოწამეების სახელი ეწოდოს, ხოლო ბესარიონ ბელინსკის ქუჩის სახელწოდება რობერტ შუმანის სახელით შეიცვალოს.

 

„ევროპა ჩვენი სახლია“-ს აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

 

შეგახსენებთ, რომ კიკვიძის ძეგლი ქუთაისში არაერთხელ შეღებეს წითლად, ხოლო ბოლო ასეთი აქტის დროს მის კვარცხლბეკზე, ასევე წითელი საღებავით, "ჩამომიღეთ" დააწერეს.

 

news.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !