
ქუთაისის მერიამ გოზინაყის შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო პირობების მიხედვით ქუთაისის მერია საახალწლოდ 800 ცალი გოზინაყის შესასყიდად 1000 ლარს გამოყოფს.
გოზინაყის შესყიდვა ბავშვებისათვის განკუთვნილი სანახაობრივი და გასართობი ღონისძიებების ფარგლებში უნდა მოხდეს.
ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნვეყოს გოზინაყის მიწოდება საკუთარი ხარჯებით, 2014 წლის 31 დეკემბერს, დღის 12:00 საათამდე, ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში, „მონ პლაზირის თაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.
ამასთან ტენდერში გამარჯვებულმა გოზინაყის საბოლოო დიზაინი შეათანხმოს ქუთაისის მერიასთან. გოზინაყის შესასყიდად ქუთაისის მერიამ ტენდერი 28 ნოემბერს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 4 დეკემბერს დასრულდება.