ენმ: სერგეენკოს მორიგი რეფორმა მარტოხელა პენსიონერებს სოციალური დახმარების გარეშე დატოვებს

Image

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ცდილობს, ფული ყველაზე გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე დაზოგოს.

 

ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის სფეროში ახალი რეფორმის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ  ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოლოგია შეიმუშავა, რომელიც მიხედვითაც ოჯახების ქულებით შეფასებისას ძირითადი ყურადღება შემოსავალზე გაკეთდება.

 

სამინისტროს მიერ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტზე წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, ახალი მეთოდოლოგიით ფულად დახმარებას 141,831 ოჯახის ნაცვლად 106,000 ოჯახი მიიღებს. ამ ოჯახებიდანაც ყველა ვეღარ მიიღებს დახმარების იმავე ოდენობას, რასაც ადრე იღებდა. სულზე საშუალო 52 ლარის ნაცვლად, ზოგიერთი ოჯახი სულზე 40 ან 30 ლარს მიიღებს.

 

იმის გამო, რომ ზედიზედ მეორედ ბიუჯეტს ვერ ასრულებს, ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ცდილობს, ფული ყველაზე გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე დაზოგოს.

 

სერგეენკოს მორიგი რეფორმით, სოციალური დახმარება მარტოხელა პენსიონერს და ცალკე მცხოვრებ პენსიონერ ცოლ-ქმარს შეუწყდება. ჯანდაცვის სამინისტროს საპროგნიზო მონაცემებივე აჩვენებს, რომ სერგეენკოს მიერ ინიცირებული ცვლილებით ქართული ოჯახების ზოგადი სიღარიბე არათუ არ იკლებს, არმედ ოდნავ იმატებს კიდეც.

 

აღსანიშნავია, რომ პენსიის დაანონსებული 10-ლარიანი მატება უკვე შეჭამა ლარის კურსის ვარდნამ და საკვებსა და მედიკამენტებზე ფასების მატებამ, ხოლო პენსიის ოდენობა კი არ დაუახლოვდა, დაშორდა რეალურ საარსებო მინიმუმს.

 

ბიძინა ივანიშვილის მმართველობის 2 წელი ეკონომიკური სტაგნაციით, ინვესტიციების კლებით, სამუშო ადგილების დაკარგვით და ბიუჯეტის შეუსრულებლობით გავიდა. ამიტომაცაა, რომ მისი მთავრობა ვერ ახერხებს ასწიოს ის სოციალური ტვირთი, რაც ბიუჯეტს დააწვა.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შიშობს, რომ, რეცეპტის გაუაზრებლად შემორების მსგავსად, სერგეენკოს მორიგი რეფორმაც წარუმატებელი აღმოჩნდება. სოციალურად დაუცველ ოჯახებში ბავშვის დანამატის შემორება უნდა მოხდეს, მაგრამ არა სხვა გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მინისტრ სერგეენკოსგან მოითხოვს სოციალურად დაუცველთა ბაზაში დღეს მყოფ პენსიონერთა დაცვის სპეციალურ გარანტიებს, აგრეთვე, მარტოხელა პენსიონერთა შინმოვლის ცალკე პროგრამების შემუშავებასა და ამოქმედებას.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !