
ადვოკატი და ადამიანის უფლებადამცველი ლია მუხაშავრია, რომელიც პარლამენტის მიერ მოსმენების შესახებ მიღებულ კანონს ასაჩივრებს, ამბობს, რომ პრემიერმინისტრმა, როცა მადლობა გადაუხადა პარლამენტს კანონის მიღებისთვის, მათ ხელში კიდევ ერთი დეტალი მისცა, რომელსაც სასამართლოზე გამოიყენებენ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის იმ წევრებს, ვინც "მოსმენების შესახებ" კანონის მიღებას მხარი დაუჭირეს, მადლობა გადაუხადა.
ლია მუხაშავრიას განცხადებით, პრემიერს არც არასდროს დაუმალავს, რომ იმ პროექტს უჭერდა მხარს, რომელიც მოსწონდა შსს-ს:
„ჩემთვის აღმაშფოთებელია, როდესაც პრემიერ-მინისტრი მადლობას უხდის პარლამენტს. მომეჩვენა, რომ პარლამენტმა კარგად შეასრულა მთავრობის დაკვეთა საზოგადოების მოთხოვნის საწინააღმდეგოდ. პარლამეტმა დაივიწყა, ჩვენ ეს ხალხი ავირჩიეთ იმისთვის, რომ პრიორიტეტი მიანიჭოს ადამიანის უფლებებს," - განაცხადა ლია მუხაშავრიამ გადაცემა „არჩევანში" საუბრისას.