-
2014-12-02 11:30
ავიაკომპანია “ლუფთჰანზას” თანამშრომლების გაფიცვის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისი-მიუნხენისა და მიუნხენი-თბილისის ავიარეისები არ შესრულდა.
კომპანია “ლუფთჰანზამ” მგზავრები გერმანიაში სხვადასხვა რეისით გაამგზავრა. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პირდაპირ ფრენებს 4 დეკემბრიდან განაახლებენ.
მსოფლიოს მასშტაბით „ლუფთჰანზამ“ საჰაერო რეისების დიდი ნაწილი გადადო. ამის მიზეზი ავიაკომპანიის თანამშრომლების მასშტაბური გაფიცვა გახდა. პილოტები წინასაპენსიო ასაკში ხელფასების გაზრდას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმამენტული აქციებით იმუქრებიან.
,,კვირა.გე"