
დღეს კამპანია ”ეს შენ გეხება”-ში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგნები იკრიბებიან. ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საკონსუტუტუციო სასამართლოსთვის სარჩელს მოამზადებენ.
დღესვე გაიმართება კონსულტაციები საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.
სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ ვეტოდაძლეული კანონით კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ირღვევა.
არასამთვრობოები კამპანიის გაფართოებას და მის საზოგადოებრივ მოძრაობად ჩამოყალიბებას აპირებენ. იგეგმება საინფორმაციო აქციების მოწყობაც.
"რუსთავი-2"