გიორგობას მომხდარი ტრაგედია: ავარიისას დედ-მამა და ორი შვილი მანქანაში ჩაიფერფლა

Image

გიორგობას, 23 ნოემბერს, ტრაგედია დატრიალდა ბოლნისი-კაზრეთის გზაზე – თბილისისკენ მომავალი “ემელის” მარკის ჯიპი სოფელ ცურტავთან ჯერ გარე განათების ბოძს, შემდეგ კი გაზის მილს შეასკდა და აფეთქდა.

 


მანქანაში მუსხელიშვილების ოჯახი იჯდა: ცოლ-ქმარი მამუკა მუსხელიშვილი და მადონა სამნიაძე, 7 წლის მარიამთნ და 12 წლის მერაბთან ერთად, სოფლიდან თბილისში ბრუნდებოდა. გამვლელს ბავშვის კივილის ხმა რომ გაუგონია, ცეცხლმოკიდებული მანქანის კარის გაღება უცდია, მაგრამ, საუბედუროდ, ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ ვერ შეძლო დახმარება, დამწვრობა გამვლელმაც მიიღო. მთელი ოჯახი მანქანაში ჩაიფერფლა.

 


მუსხელიშვილები კაზრეთელები იყვნენ, მაგრამ კარგა ხანია თბილისში ცხოვრობდნენ. ბავშვები ვაზისუბანში, 163-ე საჯარო სკოლაში სწავლობდნენ. იქ მისულს თვალცრემლიანი პედაგოგები და მშობლები დამხვდნენ.

 


ლალი ჭიღლაძე მუსხელიშვილების ახლო მეგობარი: – მერაბი ჩემი პატარა ბიჭის ნათლია გახლავთ. მადონა დასავით მყავდა. მის მშობლებსაც კარგად ვიცნობ. არ ვიცი, როგორ ვანუგეშო. მადონა და მამუკა თანატოლები იყვნენ, ბაღიდან ერთად მოდიოდნენ, სკოლის დამთავრების შემდეგ იქორწინეს. მამუკა მუშაობდა, მადონა შინ იყო და შვილებზე ზრუნავდა. ივერთუბანში მიწა იყიდეს სახლის ასაშენებლად.

 

მადონა სიცოცხლით სავსე ქალი იყო, სულ ბედნიერებას ასხივებდა. შაბათ-კვირას სოფელში დადიოდნენ. გიორგობის წინა დღესაც წავიდნენ. დმანისში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მოსალოცად იყვნენ, იქ ცხვარი დაუკლავთ. გიორგობის ღამეს, დაახლოებით 10 საათზე წამოსულან თბილისში. მამუკა ნასვამი ყოფილა, ამიტომ საჭესთან მადონა იჯდა. მანქანას კარგად მართავდა. სიჩქარე არ უყვარდა. რა მოხდა, არავინ იცის. სოფელ ცურტავთან ჩემი თვალით ვნახე ავარიის ადგილი, სისხლი გამეყინა. მანქანაში ოთხი დანახშირებული ცხედარი ესვენა. ოთხი სასახლე გამოასვენეს, ეს საშინელი წუთები არასოდეს დამავიწყდება. ტრაგედიის ადგილას უპოვიათ მარიამის საღებავებით სავსე პატარა ჩანთა. ჩვენი პრანჭიკელა მარიამი და მერაბი ყველას უყვარდა.

 


ირინა მახაური, მარიამის კლასის დამრიგებელი: ,,მარიამი საოცარი ბავშვი იყო, პირველი კლასიდან მისი პედაგოგი ვარ და მისთვის შენიშვნა არასოდეს მიმიცია. თბილი, მოსიყვარულე, მორიდებული, ულამაზესი გოგონა იყო. ძალიან რთულია ჩემთვის გაკვეთილების ჩატარება უმისოდ. ბავშვებსაც უჭირთ”.

 


მარიამის მერხზე არავინ ზის. კლასელებს ნაწერები მიუკრავთ:მომენატრები, მარი, ძალიან, ძალიან”; ,,მარი, როგორა ხარ, გახსოვს, ნიკა სირბილაძეს სოკოსავით სათამაშო რომ ჰქონდა და ჩვენ რომ დავდევდით”; ,,მარი, ძალიან მომენატრე, აღარ შემიძლია, შენს სიკვდილს არ ველოდი, ჩემი საუკეთესო მეგობარი იყავი”.,,გახსოვს, პატარები რომ ვიყავით და ბაღში ერთად დავდიოდით მე, შენ, ნიკა, მარიამი. ოთხივე რომ ვმღეროდით, მერე სკოლაშიც ერთად მოვედით. მაშინ თქვი, ახლიდან დავიბადეთო. მიყვარხარ, მარი”; ,,მარი, ნეტავ გიკეთია ჩემი ნაჩუქარი ჰელოუ კიტის ყელსაბამი? მიყვარხარ”.

 

მერხზე, სადაც მერაბი იჯდა, ხატები, სანთელი, ჯვარი, საკმეველი და სკვნილი ეწყო. მერაბის კლასელი ირაკლი სტიქაროსანია, მას და მერაბს ერთი მოძღვარი ჰყავდათ: ,,პარასკევს მერაბმა მითხრა, მინდა მეც მქონდეს სკვნილი და სულ ვილოცოო. დავპირდი, ორშაბათს მოგიტან-მეთქი, მაგრამ ეს საშინელება მოხდა. სკვნილი მაინც მოვიტანე და მის მერხზე დავდე”, – მითხრა ირაკლიმ და ჩანთიდან ამოიღო საგულდაგულოდ შენახული მერაბის ნაწერი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ იპოვა.

 

,,მისი ნაწერია, ნახეთ”, – და მომაწოდა. მერაბს ფურცელზე თავისი სახელი დაეწერა. ბიჭმა ფურცელი სათუთად დაკეცა, ჩანთაში შეინახა და თვალცრემლიანმა მითხრა, გული მტკივა, სკვნილის მიცემა რომ ვერ მოვასწარიო.

წყარო: „კვირის პალიტრა“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !