
43 წლის ასაკში, ავადმყოფობის შემდეგ, ელგუჯა ქარდავა გარდაიცვალა. "აფხაზეთის ხმა" მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ედპ-ს თავმჯდომარეს ბაჩუკი ქარდავას, ძმის გარდაცვალების გამო.
ელგუჯა ქარდავა ზუგდიდში დაიბადა და გაიზარდა, მისმა გარდაცვალებამაც სწორედ ამ ქალაქის მცხოვრებლებს დასწყვიტა ყველაზე მეტად გული - მას იცნობდნენ როგორც ყურადღებიან, თბილ მეგობარს, კარგ მეუღლესა და მამას.