-
2014-11-14 02:30
დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსთან შეიკრიბნენ კახა ბენდუქიძის სტუდენტები, თანამშრომლები და მეგობრები. იქ ამ წუთებში საქართველოს ნომერ პირველ რეფორმატორის ხსოვნას ანთებული სპეცსანთლებით მიაგეს პატივი.
კახა ბენდუქიძე ლონდონის ერთერთ სასტუმროში, სავარაუდოდ, გულის უკმარისობით გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში შვეიცარიიდან ჩაფრინდა. შვეიცარიაში მან გულის ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც, ექიმების ნებართვით, ლონდონში გადაფრინდა. სასტუმროში მისული კახა ბენდუქიძე შეუძლოდ გახდა და ცოტა ხანში გარდაიცვალა.

