
უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი გახდება.
ეს ინფორმაცია თავად დეპუტატმა უკვე დაადასტურა. მისი თქმით, შემოთავაზება უკვე მიიღო და თანხმობაც განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ირინა იმერლიშვილი ერთერთი იყო იმ კანდიდატთაგანა, ვინც უშიშროების საბჭოს მდივნად სახელდებოდა. იმერლიშვილი გიგა ბოკერიას, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შეცვლის.
ირინა იმერლიშვილი პარლამენტში შესაძლოა მანანა ბერიკაშვილმა შეცვალოს. კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში, იმერლიშვილის ადგილმონაცვლე მანანა ბერიკაშვილია. ბერიკაშვილი ამჟამად კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზეა. იმ შემთხვევაში თუ ბერიკაშვილი იმერლიშვილის ჩანაცვლებაზე უარს იტყვის, იმერლიშვილს პარლამენტში ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა შეცვლის.
ირინა იმელიშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე ინიშნება, რაც პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელია და შესაბამისად, იმერლიშვილს საპარლამენტო მანდატი მოეხსნება.