
საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა ტრადიციული ქადაგებისას ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებაც ისაუბრა.
პატრიარქის თქმით, საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ აქ არავინ არავის არ ჩაგრავდა. მისივე თქმით, უკანონობის დაკანონება ეს დიდი ცოდვაა. მანვე აღნიშნა, რომ გასაკვირი იქნებოდა, აღნიშნულ საკითხზე მას საკუთარი აზრი არ გამოეთქვა.
„საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ აქ არავინ არავის არ ჩაგრავდა. ისეთი ქვეყანაა, სადაც ყველა გრძნობდა თავს თავისუფლად. არის საკითხები, რომლის დაშვებაც არ შეიძლება. როგორ შეიძლება უკანონობა დავაკანონოთ. უკანონობის დაკანონება დიდი ცოდვაა. სწორედ ამის შესახებ ვთქვი მე და მე რომ არ მეთქვა, ეს იქნებოდა გასაკვირი. ვალდებული ვიყავი მეთქვა, არცერთი მორწმუნე არ მიიღებს ასეთ კანონს. გავა დრო და ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება როგორ იქნა ეს კანონი მიღებული. შევთხოვთ უფალს, შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენი. ღმერთი მოწყალეა და გვაპატიებს ჩვენს ცოდვებს“, - აღნიშნა ილია მეორემ.