-
2014-05-06 13:26
განსაკუთრებული აჟიოტაჟი სამწუხაროა იმ ტელევიზიისგან, რომელიც ადრე მსგავს ფაქტებზე დუმდა და ტირაჟირებდა იმ პროპაგანდას, რასაც ხელისუფლება თავის დროზე უკვეთავდა“, -განaცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების უკანონო მიყურადება-თვალთვალის კომენტირებისას.
,,ეს აჟიოტაჟი რომ არ იყოს, მაინც ჩატარდება გამოძიება. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ნებისმიერი პირის, პირადი სივრცის ხელშეუხებლობა, მათ შორის საუბარია მედიის ხელშეუხებლობაზე. ამიტომ, ეს საქმე უნდა იყოს გამოძიებული.
ზედმეტი აჟიოტაჟი ამის ირგვლივ ცოტა გაუგებარია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული რა მიზნით ხდებოდა, იყო თუ არა ეს შსს-დან დამონტაჟებული თუ იქნებ რომელიმე სხვა პირის ინტერესებში შედიოდა რაღაცა ინფორმაციის მოპოვება კერძო ტელეკომპანიიდან“, - განაცხადა კობახიძემ.