
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დღევანდელ საგანგებო განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა, თუ ის არ ხორციელდება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფას და დანაშაულს.
ინსპექტორი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დაუყოვნებლივ შეისწავლონ აღნიშნული საკითხი და დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მოახდინონ სათანადო რეაგირება.