
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის, ტელევიზიის თანამშრომლების თვალთვალი დიდი სკანდალია.
,,ეს ფაქტი რაც გახმაურდა, ძალიან მძიმეა. ნებისმიერი დემოკრატიული და ამის პრეტენზიის მქონე ქვეყნისთვის დიდი სკანდალია, რომ პრაქტიკულად, მთავარ ტელევიზიას უთვალთვალებენ, უსმენენ და ფარულ გადაღებას აწარმოებენ. ვფიქრობ, მთავრობისა და შესაბამისი სამსახურების რეაქცია უნდა იყოს ძალიან სწრაფი. უნდა გამოიძიონ და სიმართლე ითქვას. თუ რა მოყვება მერე ამას, ეს უკვე სხვა საკითხია“, - განაცხადა წერეთელმა.