-
2014-05-06 13:01
რუსთავი-2"-ის ხელმძღვანელობის ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ საქმეში აუცილებლად უნდა ჩაერთოს პროკურატურა.
„პროკურატურა გამოძიებაში რაც უფრო სწრაფად ჩაერთვება, უკეთესია. პრობლემა სისტემური ხასიათისაა. ძალიან მეშინია, რომ არ გაიხსნას პანდორას ყუთი და არ გადმოიყაროს ძალიან დიდი ნაგავი - ადამიანების სხვადასხვა ტიპის ამსახველი კადრები, რომლებიც სხვადასხვა უწყებებში დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა“, - აცხადებს „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი.