
„რუსთავი2“-ის მენეჯმენტის ხელმძღვანელობის განცხადებას ოფისში სათვალთავლო აუდიო-ვიდეომოწყობილობის დამონტაჟებასთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ გვერდზე სტატუსით ეხმიანება ირმა ნადირაშვილი.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი ფაქტს ლაკონურად აფასებს და აცხადებს, რომ ყველანი რეალითი შოუში ვცხოვრობთ:
„ჩვენ ყველანი ჰაკიმ ფაშას რეალითი შოუში ვცხოვრობთ“, - წერს ირმა ნადირაშვილი. შეგახსენებთ, რეს „რუსთავი2“-მა ოფისში ფარული მოწყობილობების არსებობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა და მედიას უკვე ჩაწერილი ფაილები გადასცა, რომლებიც შსს-ს საკუთარი წყაროსგან მიიღეს. ჩანაწერები 2013 წლის ივნისშია გაკეთებული.