-
2014-05-06 12:09
ისლამისტურმა დაჯგუფებამ ლიცეუმიდან 223 გოგონა გაიტაცა ნიგერიის ერთერთი ლიცეუმიდან 223 მოსწავლე გოგონას გატაცება საკუთარ თავზე რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ "ბოკო ჰარამმა" აიღო.
ვიდეომიმართვა დაჯგუფების სულიერმა ლიდერმა, აბუბაკარ შეკომ გაავრცელა. მიმართვის შემდეგ, გატაცებული გოგონების მშობლებმა აქცია გამართეს და ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს.
მოზარდები აბუჯას ლიცეუმიდან 14 აპრილს გაიტაცეს. ისინი ავტობუსებში ჩასვეს და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს თუმცა, 54-მა გოგონამ გაქცევა მოახერხა, ისინი ჩვენების მიცემაზე ამ დრომდე უარს აცხადებენ.