ინჩხურის ტაძრის წინამძღვარი: „ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო...“

Image

მარტვილის რაიონის სოფელ ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ტაძრის მოძღვარი, ბერმონაზონი ანდრია სალაია განცხადებას ავრცელებს და უსაფუძვლოს უწოდებს ჭორს იმის შესახებ, თითქოს ტაძარში მრევლი არ დადის.

 

ანდრია სალაია განცხადებით ეხმიანება იმ დაპირისპირებას, რომელიც სოფელში ადგილობრივებსა და ტაძარში მომსახურე სასულიერო პირებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ამავე ტაძრის მღვდელმსახური მამა გრიგოლი ეპარქიიდან წავიდა.

 

ანდრია სალაია განცხადებაში იმ დეტალებზეც საუბრობს, რაც მამა გრიგოლის ეპარქიიდან წასვლას წინ უძღოდა:

 

"დღეს გავრცელდა ინფორმაცია ჩვენს მონასტერზე, თითქოს აქცია გამართა ვინმემ, რაც არასწორი იყო. ერთი წლის წინ თბილისიდან ჩამოვედი მეუფე პეტრეს კურთხევით და დავინიშნე წმინდა ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის დირექტორად, ამავე ეზოში აგებულია წმინდა ამბროსის სახელობის ტაძარი და იქვე დაფუძნდდა მამათა მონასტერი, სადაც ცხოვრობდა ერთი მღვდელ-მონაზონი გრიგოლი (დარსალია)...

 

მეუფის აღკვეცილი და ნაკურთხი სასულიერო პირია, რომელიც არავის გაუგდია მონასტრიდან. მეუფე მუდამ სიყვარულით ექცეოდა და ანალოგიურად ჩვენც არასდროს გვქონია ერთმანეთში ქიშპი და დაპირისპირება. დეკემბრის თვეში, ნიკოლოზობის დღესასწაულზე, საღამოს დაბრუნდა ეპარქიაში და თქვა რომ უნდა წავიდეს, მიზეზი არ დაუსახელებია, რაზეც მეუფემ უთხრა: დარჩი ხვალ წირვაზე, მე ვწირავ და მრევლს გამოუცხადე რომ გადასვლა გინდა, ის ადგა და კურთხევის დარღვევით წავიდა თბილისში.

 

რაღა თქმა უნდა მეუფის რეკომენდაციის გარეშე ვერსად ვერ მიიღედნენ(კანონიკის თვალსაზრისით ასეა), უწმინდესთან ერთად ელაპარაკა მეუფე პეტრე. უწმინდესმა უთხრა, რომ შენდობა ეთხოვა მეუფისთვის და უკან დაბრუნებულიყო, რაზეც კატეგორიული უარი თქვა, მიზეზი იქაც არ დაასახელა და მოითხოვა ყაზბეგში თავის მოძღვართან წასვლა. ჩვენი ცენტრის საქმიანობა გამიჯნული იყო მონასტრის საქმიანობისგან, მას თავისი საქმე ჰქონდა, ცენტრს კიდევ თავისი. ჩვენმა ცენტრმა მრავალი საინტერესო პროექტი განახორციელა მეუფის კურთხევით და კიდევ მრავალი პროექტია დაგეგმილი. ასევე გაიხსნა საკვირაო სკოლა, სადაც კვირაობით დადიან ბავშვები, ასევე გალობის ცენტრი.

 

იმის თქმა, რომ არავინ არ დადის ეკლესიაში და ტაძარი დაცარიელდა, ეს არის ცილისწამება. ჩვენს გვერდს ვინც დაათავლიერებს, მხოლოდ ესეც კი საკმარისია ამ სიყალბეში დარწმუნდეს. დღეს აშკარა ბრძოლა მიდის ეკლესიის წინააღმდეგ, ვისაც არ ეზარება ყველა ეკლესიისკენ იშვერს თითს და ამა თუ იმ ადამაინს იყენებს ბრმა იარაღად და სათიბ ,,კატოკად".

 

ლოცვისა და ეკლესიის გარეშე საკუთარ თავს მრევლი უწოდო, ეს ჰგავს იმას, რომ ეკლესიის მებრძოლმა საკუთარ თავს ქრისტიანი დააკეროს. სანამ მორჩილების კაბას შევიმოსავდი ექვსი თვის განმავლობაში ამ ტაძარში მიწევდა სიარული და აქციაში მონაწილეტაგან, ვინც საკუთარ თავს ,,მრევლად" აღიქვამდა მხოლოდ პოლიტიკური დროშების ქვეშ თუ უხილავთ, ან მიწის დამმუშავებელ პუნქტებშ. ეკლესია ეს ჰგონიათ კოლმეურნეობის დაწესებულება, სადაც შეიძლება მხოლოდ შენი სურვილებისა და პრინციპების განსახორციელებლად პრეტენზიებით მიხვიდე, თან ძლიერი კატეგორიულობით. ერთ-ერთის განცხადებით: ტრიალი მინდორი იყო და ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი...

 

თითქოს თვითონ იყო ,,ეპისკოპოსი" და მათ დაარსეს მონასტერი, არადა ყველამ კარგად იცის რომ მეუფე პეტრეს მხარდაჭერითა და ლოცვით, ქრისტიანმა, მორწმუნე ადამაინთა კრებულმა მიიღო მონაწილეობა აღმშენებლობაში. ტაძრის აღმშენებელიც ცნობილია და მთლიანად არსებული კომპლექსის ქტიტორებიც... სოფლის სახელით იწერს რამოდენიმე ადამიანი, თითქოს ეს მათი ოჯახის საკუთრება იყო, შესწირეს, ააღორძინეს და ეკლესიას ჩააბარეს.

 

ასეთი გაუცნობიერებლობის დროს, როგორ უნდა დაეხმარო ადმაიანს, რომელიც არც კი ცდილა გაერკვია, იმიტომ რომ ეკლესია არ აინტერესებს და არც იცის რას ნიშნავს ეკლესიურობა, რას ნიშნავს სარწმუნოება, რას ნიშნავს მოკრძალება, რას ნიშნავს სიყვარული, რას ნიშნავს სიწმინდისადმი თავდადება. ღმერთმა დალოცოს ყველა და ქრისტემდე მიიყვანოს...

 

ტელევიზიამ კი ყველაფერი მიჭრა-მოჭრა, რაც ვისაუბრეთ იმისგან მხოლოდ ნაცარი დატოვა და ,,პარადოქსული" განცხადება დადო: აქცია გაიმართა ტაძართან!!! თუ აკვირდებით, ტელევიზიის საშუალებით აშკარა ბრძოლა დაიწყო ეკლესიის მიმართ, ამას მახვილი გონება ადვილად დააყურადებს... ბრმა იარაღად ქცევა ადვილია, მაგრამ სიბრმავიდან გამოსვლა ძალიან ძნელი, რადგან რთულად ნათთდება 1000 სართულიანი ჩაბნელებული სარდაფი!!!" -  ნათქვამია განცხადებაში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !