დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრი შს მინისტრის გადადგომას ითხოვს

Image

დემოკრატიული განვიტარების ეროვნული ცენტრი საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და თანამდებობიდან შს მინისტრის გადაყენებას სთხოვს.

 

„აფხაზეთის ხმა“ აქვეყნებს დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებას:

 

„ბატონო პრემიერო, მოგმართავთ თხოვნით გაიზიაროთ ჩვენი მოსახლეობის შეშფოთება. ჩვენი მოქალაქეები მშვიდად ვეღარ გადაადგილდებიან, მათთვის არ არსებობს არანაირი უსაფრთხო გარემო და მშვიდი ცხოვრების გარანტიები. პოლიცია ვეღარ ახერხებს მათ დაცვას და ჩვენს მოქალაქეებს ადგებათ ზიანი. დანაშაულმა საგრძნობლად იმატა და ქუჩაში ნიღბიანი ბანდფორმირებები ადამიანებს სასტიკად უსწორდებიან, ეს არაა ის სტანდარტი, რომელსაც ჩვენი ხალხი იცნობს.

 

გარდა ბანკების და ავტოგასამართი სადგურების დაყაჩაღებისა, საგრძნობლად მომრავლდა გაუპატიურების, ქურდობის, ძალადობის და შურისძიების მიზნით ადამიანის მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის და დაჭრის ფაქტები. დედაქალაქის ქუჩებში ადამიანებს ელექტრო შოკით შეიარაღებული ჯგუფები თავს ესხმიან. ჩვენი მოქალაქეები დაუცველები გახდნენ და შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკისრებულ პასუხისმგებლობას თავს ვერ ართმევს, ბატონი ალექსანდრე ჭიკაიძე მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.

 

მოგმართავთ თხოვნით გაიზიაროთ ჩვენი ხალხის გულის წუხილი და მოახდინოთ ამაზე მკვეთრი რეაგირება. საზოგადოების იუსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე გთხოვთ დააყენოთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბატონი ალექსანდრე ჭიკაიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, ვინაიდან მისი უუნარობა თუ პირადი ინტერესები პირდაპირ აზარალებს მოსახლეობის სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, ამ დროს კი მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

 

იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გათვალისწინებული ჩვენი საზოგადოების თხოვნა და ინტერესები, თქვენ თავად მოგიწევთ ყოველივეზე პასუხისმგებლობის აღება“,- აღნიშნულია განცხადებაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?