
დავით კოდუაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილს ნოშრევან ნამორაძეს, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, ბრალი წარედგინა.
დავით კოდუას ცემის ფაქტზე ეჭვმიტანილს ბრალი 118-ე მუხლის მე-3-ე ნაწილით წაუყენეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ეჭვმიტანილისთვის დამამძიმებელ გარემოებად კი ჯგუფური თავდასხმა ემატება.
118-ე მუხლის მესამე ნაწილი: 3. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე- 3, მე-5 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას ანდა იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ან ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.