თუ ნავთობის ფასი სამოც დოლარამდე დაეცემა, რუსეთში რეცესიის პროცესი დაიწყება

Image

რუსეთის ფინანსთა მინისტრის, ანტონ სილუანოვის განცხადებით, რუსული ეკონომიკა რეცესიაში შევა, თუ ბარელი ნავთობის ფასი სამოც დოლარამდე დაეცემა, ხოლო აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით სანქციებს გაამკაცრებენ.

 

2009 წლის შემდეგ რუსეთში მინიმალური ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. ცენტრალურმა ბანკმა გასულ კვირას გააკეთა განცხადება, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი 2015 წლიდან სტაგნაციაში შევა.

 

„მოგვიწევს, უფრო მკაცრად მივუდგეთ ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებს და გამოვიყენოთ ყველა შესაძლო ხერხი კრიზისულ სიტუაციასთან გასამკლავებლად. საბიუჯეტო სტრატეგია არსებულ სიტუაციას უნდა მოერგოს, ასევე აუცილებელია პრიორიტეტების განსაზღვრა.“ - განაცხადა სილუანოვმა.

 

მან ასევე დაამატა, რომ ნავთობის ფასების ვარდნა ისეთ დიდ ზიანს ვერ მიაყენებს ეკონომიკას, როგორც 2008-2009 წლებში, და რომ ახალ პირობებთან მორგებით შესაძლებელი იქნება ეკონომიკური ზრდის მიღწევა.

 

ცენტრალური ბანკის მმართველის, ელვირა ნაბიულინას თქმით, რუბლის გადაცვლის კურსი პირდაპირაა დამოკიდებული ენერგეტიკული რესურსების საექსპორტო ფასებზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსული ეკონომიკა შეძლებს სტაბილურობის შენარჩუნებას, არახელსაყრელ პირობებშიც კი. 

 

მოამზადა ბექა ბერულავამ

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !