-
2014-05-05 11:25
როგორც „აფხაზეთის ხმას“ წყარომ განუცხადა, შოთა გეგეჭკორს მარტვილის მინიციპალიტეტის სოფ. ინჩხურის 21-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობა სურდა, საოლქო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა კი მას მხარი არ დაუჭირა.
წყაროს თქმით, კომისისს წევრმა თავისი პოზიცია ხმამაღლა დააფიქსირა, რის შემდეგაც, შოთა გეგეჭკორი მას და მისი ოჯახის წევრებს დაემუქრა: „საფლავამდე ჩაგყვებით“, - მოჰყავს წყაროს გეგეჭკორის მუქარის შემცველი სიტყვები.
როგორც წყარო ამბობს, შოთა გეგეჭკორი საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნებისთვის“ სასურველი კანდიდატია და კოალიცია მას, მასში შემავალი რომელიმე პარტიიდან კომისიაში ჩასმას მაინც ჰპირდება.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-02-08 18:33
-
2017-01-25 08:08
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15