ჭყონდიდის ეპარქიაში დაწყებული დაპირისპირების დეტალები: „დააბრუნეთ მამა გრიგოლი!“

Image

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის მოსახლეობა ტაძრის წინამძღვრის მამა გრიგოლის დაბრუნას ითხოვს. 

 

სწორედ ამის გამო ამბროსი ხელაიას სახელობის ტაძრის მრევლი ეპარქიას დაუპირისპირდა.

 

როგორც „აფხაზეთის ხმას“ ადგილობრივებმა განუცხადეს, მამა გრიგოლს ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა მრევლთან, შემდეგ კი მოულოდნელად წავიდა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.

 

„როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, მან პატრიარქს მიმართა, რომ სხვაგან გადაეყვანა. მიზეზებზე არ უსაუბრია და არც წინასწარ გვცოდნია რაიმე, ისე წავიდა. როგორც ამბობენ, მას ეპარქიის ხელმძღვანელთან ჰქონდა კონფლიქტი და სწორედ ამიტომ მოისურვა გადასვლა.

 

ახლა კი მრევლი ითხოვს მის დაბრუნებას. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ახლანდელი მოძღვრის წინააღმდეგნი არიან. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, მამა გრიგოლის მრევლი რეალურ განმარტებებს ითხოვს, თუ რატომ დატოვა წინამძღვარმა ტაძარი“.

 

ამბროსი ხელაიას სახელობის ტაძრის მრევლი,  პროტესტის ნიშნად, ახალ მოძღვართან ტაძარში ღვთისმსახურებაზე არ დადის.

 

მომხდართან დაკავშირებით სპეციალური განცხადება ეპარქიის სახელით მამა ანდრია სალაიამ გააკეთა და აღნიშნა, რომ მამა გრიგოლსა და ეპარქიას შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობდა და მოძღვარი ყაზბეგში საკუთარი ნებით წავიდა.

 

“მეუფემ მამა გრიგოლს სთხოვა, დაბრუნებულიყო და მრევლისთვის ყველაფერი აეხსნა, თუმცა მან ეს უგულებელჰყო. საპატრიარქოშიც დაიბარეს, თუმცა არც მათ დაუჯერა და ყაზბეგში თავის მოძღვართან დარჩა. ის ადამიანები კი, ვინც დღეს იქ იყვნენ შეკრებილები, რთულია, მრევლად აღვიქვა. მათ სხვას ვერაფერს ვუწოდებ გარდა პროვოკატორებისა”, - განაცხადა მამა ანდრია სალაიამ.

 

ცნობისთვის, მარტვილის მუნიციპალიტეტში პირველი შემთხვევა არაა, როცა მრევლი მათი მოძღვრებისა და ეპარქიის ხელმძღვანელს შორის დაპირიპირებაზე საუბრობს. ამის რამდენიმე მაგალითიც ყოფილა თუნდაც წინასაარჩევნოდ, როცა სასულიერო პირებს შორის განხეთქილება მათმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა გამოიწვია. თუმცა, მხარეები ამაზე ხმამაღალ საუბარს ერიდებიან. 

 

"დროანიუსის" ფოტო

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?