-
2014-05-05 11:05
,,გვყავს ხათრით არჩეული პრეზიდენტი და ვისი ხათრითაც აირჩიეს, იმასაც აღარ მოსწონს.პრემიერ-მინისტრია და - მხოლოდ ლანძღვა-გინებით ელაპარაკება,“–ამბობს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში თბილისის უფლებაშეჩერებულმა მერი გიგი უგულავა.
ნარმანიას კი უგულავა პონის უწოდებს და დასძენს, რომ ნარმანიასთვის პონის დაძახებაზე შეურაცხმყოფელია, როცა ,,სოლოლაკში ზოოპარკი გაქვს, ზვიგენები გყავს და ამ ზვიგენების ცხოვრება უფრო გადარდებს, ვიდრე მოსახლეობის ბედი".
მისი თქმით, ღარიბაშვილს ნულოვანი ლეგიტიმაცია აქვს, რადგან ის ივანიშვილის დანიშნულია და თავად ივანიშვილი კი საპნის ბუშტივით გაქრა, თუმცა ვითარებას კულისებიდან მართავს.
"ამ ხელისუფლებას სხვა თავსატეხიც აქვს - მათი ქმედების ლეგიტიმურობის პრობლემა სულ უფრო გამწვავდება. ხალხმა აირჩია ივანიშვილი, რომელიც საპნის ბუშტივით გაქრა და ვითარებას კულისებიდან მართავს. გვყავს ხათრით არჩეული პრეზიდენტი და ვისი ხათრითაც აირჩიეს, იმასაც აღარ მოსწონს. პრემიერ-მინისტრია და - მხოლოდ ლანძღვა-გინებით ელაპარაკება საზოგადოებას და მედიასა და არასამთავრობო სექტორში აგენტებს ეძებს. არადა, ეს ის ადამიანია, რომელსაც ნულოვანი ლეგიტიმაცია აქვს. ივანიშვილმა ჯერ ერთი პაჟი დაგვინიშნა, ახლა თავისი პონი უნდა თბილისის მერად გაიყვანოს", - აღნიშნა უგულავამ.