ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) დღეს მედიას მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენს, კვლeვა შემდეგ თემაზე ჩატარდა:
"საზოგადოების განწყობა საქართველოში". პრეზენტაცია 12:00 საათზე, სასტუმროში "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება. ამ კვლევის შემდეგ NDI ტრადიციულად, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგის პრეზენტაციასაც გამართავს.