
ოდესაში მილიციის შტურმის დროს ჟურნალისტი დაჭრეს. განყოფილებასთან ათასამდე პრორუსულად განწყობილი მოქალაქე იყო შეკრებილი, რომლებიც სკანდირებდნენ: “თავისუფლება”, “ფაშისტებო”, “თავისუფლება გმირებს” და სხვა.
აქციის მონაწილეთა ერთმა ჯგუფმა ხელკეტებით კარისა და ფანჯრების მტვრევა დაიწყო, რამდენიმე ქალბატონმა მათი შეჩერება სცადა, თუმცა უშედეგოდ.
მედიის თანამშრომელი ფეხშია დაჭრილი, ახალგაზრდა მამაკაცის თქმით, მას შენობიდან ესროლეს. რომელი მედიასაშუალების წარმომადგენელია იგი, ჯერჯერობით უცნობია. პრორუსი აქტივისტების ნაწილი შენობაში შეიჭრა, ისინი მოითხოვენ, ჟურნალისტებმა მათ “პატრიოტები” უწოდონ.
ინციდენტის შემდეგ უკრაინის შს მინისტრმა ოდესის სამართალადამცველების ის ნაწილი დაითხოვა, რომლებსაც წესრიგის დაცვა თანამდებობრივად ევალებათ.