
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბიონარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრად დაფასოებული 8,3 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
“შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მეთერთმეტე განყოფილების და დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ზურაბ ც. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრად დაფასოებული 8,3 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რაც ექსპერტიზის დასკვნით ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.