
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „კურიერში“ ჩართვის დროს იუსტიციის მინისტრი მოიხსენია, როგორც „მონის ფსიქოლოგიის“ მქონე და მისი განცხადება ახსენა, სადაც წულუკიანმა აღნიშნა, რომ „მზად ვართ 2008 წლის აგვისტო დავივიწყოთ და დავიწყოთ ახალი ფურცლის წერა“.
„დღეს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ მე მზად ვარ, დავივიწყო 2008 წელი. დაივიწყოს მაგან, რაც უნდა, მაგას ისედაც დავიწყებული ჰქონდა, რადგან მონის ფსიქოლოგია აქვს და მონას აღრაფერი გამოასწორებს, მაგრამ მე არასოდეს დამავიწყდება," - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა ისიც, რომ "ეს თვითგამორკვევის განცხადებაც არის შეურაცხყოფა ჩვენი გმირების, ვინც დაიღუპა რუსების ბომბების მიერ.“
"რუსთავი-2"