
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებისას ერთ-ერთი მაღალი რანგის შუააზიელი დიპლომატის შეფასება გაიხსენა, რომელმაც თქვა, რომ „საქართველო დღეს გახდა დასაცინი ქვაყანა". ამის მიზეზი კი ქვეყნის პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არსებული უთანხმოებაა.
„ერთ-ერთმა მაღალი რანგის შუააზიელმა დიპლომატმა მითხრა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში შემოგნატროდით, დღეს უკვე ყველა დაგცინითო,“- განაცხადა სააკაშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არსებული „ძიძგილაობა“ ქვეყნისთვის დამღუპველია.
„ჩვენ გვგონია, რომ პატარა ბავშვების თამაშებია, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს ფასი. სანამ ესენი ერთმანეთში ვერ იყოფენ და ერთმანეთს ეძიძგილავებიან, სახლს აქვს ხანძარი წაკიდებული და ეს სახლი რომ ჩამოინგრევა, ყველას დაგვენგრევა ეს სახლი თავზე,“ - განაცხადა სააკაშვილმა და დასძენს, "მრცხვენია, როგორ გააბანძეს ეს ქვეყანა".
"რუსთავი-2"-ის მიხედვით