საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში არის ძალიან კარგი ახალგაზრდობა, რომელსაც აქვს ახალი იდეები და ძალიან დიდი ენერგია.
„მე ამ დღეებში შევხვდი ასეულობით ქართველ ახალგაზრდას, არა აქვს მნიშვნელობა, სად იყო ეს შეხვედრა, საქართველოსთან ახლოს მყოფ ქვეყნებში შედგა... მინდა ვთქვა, რომ ძალიან მაგარი ახალგაზრდობა მოდის და ისინი იქნებიან საქართველოს მომავალი და არა ის შიში, რომ აი, ისევ ძველი სახეები ხომ არ დაბრუნდებიან თავიანთ კაბინეტებში... მე მიმაჩნია, რომ თავიანთ კაბინეტებში, პრაქტიკულად, ვერავინ ვერ დაბრუნდება...
ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ასე ვთქვათ, ტურბულენტურ ზონაში, გავდივართ საქართველოს გაბანძების პროცესს, მაგრამ ქართველი ხალხი ამას არ იმსახურებს და არ შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს...“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „კურიერში“ ჩართვის დროს.