-
2014-10-22 15:34
სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას ახალ Iphone 6-ზე უწყება განმარტებას აკეთებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ ოთარ დანელიასთვის ათას 739 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი Iphone 6 15 ოქტომბერს შეიძინეს, მას შემდეგ, რაც მინისტრის კუთვნილი Iphone 5 გაფუჭდა.
მობილური ტელეფონის შეძენა მოხდა კომპანია „აიფონ პლუსთან“ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით.
უწყებაში აცხადებენ, რომ ასეთი შესყიდვები კანონიერია და ტელეფონი, რეალურად, სახელმწიფო საკუთრებაშია და ის მინისტრის სარგებლობაში დროებით იმყოფება.
ამ ფაქტს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოეხმაურა. არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფო უწყებისგან ძვირადღირებული ტელეფონის შეძენის მიზეზებზე განმარტებას მოითხოვს.
"რუსთავი-2"