ბაჩო ახალაიას მიმართვა განაჩენის შემდეგ: "ვერაფერი შეგვაჩერებს, წინ მხოლოდ აფხაზეთი იქნება!"

Image

საქართველოს თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ბაჩო ახალაია ქართველ ხალხს განაჩენის გამოტანის შემდეგ პირველად, "ფეისბუქით" მიმართავს.

 

"მინდა მივმართო ქართველ ხალხს, რომელშიც არ ვგულისხმობ კრიმინალებს, რადგან მათ ეროვნება არ აქვთ და არც მეხუთე კოლონას, რომლებიც უბრალოდ რუსები არიან.

 

გულწრფელად ვიტყვი, დღევანდელი გადაწყვეტილება იყო დროული, რადგან უკვე ათეულობით ქართველი პატრიოტი სამარცხვინო და უნამუსო ბრალდებებით კარგა ხანია მსჯავრდებულები არიან, ნამდვილად მირჩევნია ვიყო მათ რიგებში ვიდრე რამე სახით მათგან გამონაკლისი იმ უამრავი გამამართლებელი განაჩენების სახით, რაც აქამდე დამიგროვდა.

 

სასამართლოს მხრიდან შავბნელი ძალების ბრალდებების უპირობო გაზიარება კი მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ საქართველოს რუსული ხელისუფლება ასეთი სიბრიყვით ცდილობს ევროსაბჭოს ცნობილი რეზოლუციის განეიტრალებას, ფიქრობენ რომ ამით მიეცემათ ლეგიტიმური უფლება ღიად მიძახონ დამნაშავე, მაგრამ აქ ახალი არაფერია, ეს ხომ აქამდე ასე იყო.

 

ამ ორი წლის მანძილზე კი ჩემი მოტივაცია იყო შეცდომაში შეყვანილი ქართველი ხალხისთვის კითხვებზე პასუხის გაცემა, ვფიქრობ ეს მოვახერხე.

 

თუ ვინმე დღეს ვერ დამეთანხმება, დარწმუნებული ვარ ხვალ გაიზიარებს ჩემს ურყევ შეხედულებას, დღეს სინამდვილეში მიმდინარეობს რუსეთ-საქართველოს ომი სწორედ იმ ფორმით, რასაც ყოველდღე ვხედავთ. ჩვენი ამოცანა ძლიერი ქართული სახელმწიფო და აფხაზეთში დაბრუნებაა, ყველაფერი რაც დღეს ხდება სწორედ ამ ბრძოლას უკავშირდება, რომელშიც ჩვენ მხოლოდ გამარჯვების ვალდებულება გვაქვს და ამ გზაზე ტყვიების თუ ტანკების ძალის ციხით ჩანაცვლება არანაირი დაბრკოლება არ არის.

 

ხოლო სასამართლო, რომელიც დღეს იმპერიალისტური ძალების იარაღია, შეიძლება კი არის ერთგვარი უნამუსო პრობლემა, მაგრამ მასთან მიმართებაში ჩვენ ყველას შეგვიძლია ჩვენი რეგიონის XX საუკუნის ერთერთი პროგრესული ლიდერის შეხედულება გავიზიაროთ, რომლის მიხედვით თუ უსამართლოდ გექცევა სასამართლო ეს შენი ბრალია, ხოლო ამ უსამართლობის გამომწვევი მიზეზების და მისი აღმსრულებლების გამოსწორებაც შენი ვალია, თავისუფალი მოქალაქის.

 

საბოლოოდ კი იმას ვიტყვი, ჩვენ ვერაფერი შეგვაჩერებს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ვერაფერი აგვაღებინებს ხელს სოხუმში დაბრუნებაზე, ვერც რუსული ტანკები და ვერც საქართველოს მოღალატე პოლიტიკოსთა მთელი არმია.

 

წინ მხოლოდ აფხაზეთი იქნება!

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !