-
2014-10-21 21:10
კახეთის გზატკეცილზე, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან გამართულ აქციაზე პოლიციამ 4 აქტივისტი დააკავა. მათ შორის არის თავისუფალი თაობის აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი.
აქტივისტებმა ნაციონალური მოძრაობის ოფისს კვერცხები დაუშინეს და პოლიცის კორდონის გარღვევა სცდეს, რომელიც მათ ოფისში შეღწევის უფლებას არ აძლევდა, აქციის მონაწილეებმა დაწვეს მიხეილ სააკაშვილის ფიტული.
აქციის მონაწილეები პარტიის ლიკვიდაციას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებს სურთ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა უარი თქვან სადეპუტატო მანდატებზეც.