„ვანანებ ყველას, ვინც მთავაზობდა გაქრისტიანებას ბინის და ფულის სანაცვლოდ“

Image

ბათუმელი რადიკალი მუსლიმის, თამაზ ჭაღალიძის განცხადებებმა და მოთხოვნებმა სოციალურ ქსელში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.

 

26 წლის ეკონომისტი, რომელიც ცდილობდა აჭარელი ეკომიგრანტების და მუსლიმების უფლებები დაეცვა, დღეს უკვე სირიაში იბრძვის და შაჰიდობას აპირებს.

 

„5 წელი აქტიურად ვიბრძოდი მშვიდობიანი გზებით მუსლიმთა განვითარებაზე, მაგრამ  ამის გამო სამშობლოს დატოვება მომიხდა. რომ მოესმინათ, უკეთესი იქნებოდა. ახლა გლობალურად შეცვლილია ყველაფერი და ჩვენს წინაშე პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. ვერ გადარჩებიან.

 

- ვის აკისრებთ პასუხისმგებლობას?

 

- საპატრიარქოს და პოლიტიკოსებს. ამაზე პასუხს აგებენ. სამოქალაქო სისხლის ღვრა რომ დაიწყება, ამაზე 5 წელია ვაფრთხილებ ყველას... სახელმწიფო ჩემთვის მოკვდა. როცა სპეცსამსახურები მემუქრებოდნენ, მაშინ ყველა ინსტანცია ამბობდა, რომ ქვეყნიდან გასაგდები ვიყავი, რადგან მე, მუსლიმთა და ემიგრანტი აჭარლების პრობლემებს რეალური სახით ვახმაურებდი.

 

დღეს პირველი და მთავარია, რომ აჭარელი მუსლიმების გაერთიანებას უნდა შეეშვან და ბათუმის ცენტრში მეჩეთი უნდა აშენდეს. დახურული მეჩეთები და პანსიონები უნდა გაიხსნას. პოლიცია არ ნიშნავდეს იმამებს, ასევე ფუნდამენტური ისლამის მიმდევრებს თავი დაანებონ. საზოგადოებრივ არხზე ყურანის გაკვეთილები დაუშვან აჭარაში.

 

... აჭარას ავტონომია რისთვის აქვს, ხალხი თბილისიდან და კახეთიდან რომ ჩამოჰყავთ? აჭარლები რომ გაასახლეს და სხვა ტომის ხალხი ჩამოასახლეს, ვერ ხედავთ? ჩვენ გვკითხეს, აჭარაში გვინდოდა ეს ყველაფერი, რაც ბოლო 25 წელია ხდება?! ჩვენ წარსული არ დაგვვიწყებია. ახლა არჩევანი აღარაა, რადგან ჩვენ ურწმუნოებთან დიალოგს აღარ ვაპირებთ, ჩვენვე გადავწყვეტთ , რა და როგორ იქნება.

 

... ვინ არის უდანაშაულო, რომ გამოდიან და პატარა ბავშვებს არ უშვებენ სასწავლებელში? ვინ არის უდანაშაულო, ჩამოთრეული ხალხით აჭარლებს პირიდან ლუკმა რომ წაართვეს, ისინი? ვინ არის უდანაშაულო, აჭარლები თუ გაყარეს აჭარიდან?! ჩვენ სამშობლოს მონები ვიყავით და მოუნდათ, თითოეული ქრისტიანის მონებად ვექციეთ. ამაზე თუ არ ვსაუბრობთ, ეს იმას არ ნიშნავს რომ არ ვიცოდით. ერთი მუსლიმი ადამიანი მაინც დამისახელეთ, ვინც მთავრობაში მინისტრად დანიშნეს.

 

აი მაგალითად, იეღოველებს ევროპა იცავს და სტრასბურგში მთავრობას 500 000 ლარი მოუგეს მკალავიშვილის საქმეზე. მუსულმანები კი ადიგენში ძვლებში დაამტვრიეს და პირიქით, ჯარიმები გადაახდევინეს. გააპროტესტა ეს ვინმემ?! 100 000 აჭარელი მონათლეს იძულების წესით, 25 წლის მანძილზე.

 

ამ რესურსს ვინმე აგვინაზღაურებს? კრიტიკა კი არა, მაგათ დაჩოქილ მუდარას მოისმენენ მუსულმანები, მე ვიძლევი ამის პირობას, თუნდაც ხვალვე მოვკვდე, ეს მაინც მოხდება. თქვენ რა გგონიათ, მე გიჟი ვარ, ან ჰაერზე ვსაუბრობ? მალე დადგება სამართლიანობის დღე! მე დამსაჯეს იმისთვის, რომ მე ქრისტიანებს და მუსულმანთა შორის მეგობრობას ვცდილობდი.

 

სამოქალაქო მშვიდობისთვის ვიბრძოდი, ახლა შარიათისთის ვიბრძვი. ყველა გამიხსენებს, რომ მე მართალი მუსლიმი ვარ. ვანანებ ყველას, ვინც მთავაზობდა გაქრისტიანებას ბინის და ფულის სანაცვლოდ. მურმან დუმბაძე და "სპირიდონა" დგას, ამ ყველაფრის უკან. დუმბაძეს აჭარაში სახელი უნდა. ის დიდ თამაშს თამაშობს, ამავეს აკეთებს თამაზ ბაკურიძეც. ვერ ხვდებით, აჭარას არა აჭარლები რომ მართავენ?!

 

მე შაჰიდობა მინდა, სამოთხის ნახვა. ყველაფერი შესრულდება, რაც ყურანშია ნაწინასწარმეტყველები, ცოტაღა დაგვრჩა გამარჯვებამდე. მე როგორც ჩემები დამატოვებინეს და დედა ატირეს, ასე იტირებს ბევრის დედა, თუ არ "მოკეტავენ" და თუ ქობულეთში ბავშვებს ერთ კვირაში სასწავლებელში არ შეუშვებენ, ხაბაძეს თავს წავაგდებინებ ადრე თუ გვიან ! ჯიჰადი გლობალურია, საზღვრების გარეშე!“ - აცხადებს თამაზ ჭაღალიძე.

kvirispalitra.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !