
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის სახლთან გუშინ გამართული აქციის მონაწილეების დაკავების გამო პირველი კომენტარი გააკეთა.
"ეს არის დედაქალაქი - თბილისი, სადაც არ უნდა იყოს, სოფელსა თუ რაიონში, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მოქალაქეების გამომწვევმა და დესტრუქციულმა გარკვეულმა ჯგუფმა შექმნან არეულობა და ქაოსი. როდესაც პოლიციელზე აღმართავს ხელს პროვოკატორი, დესტრუქციული ძალის მქონე ვიღაც პიროვნება, ეს არის ყოვლად დასჯადი", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
"ძალიან სამწუხაროა მსგავსი რამ. ასეთი ფაქტები ყოვლად დასაგმობი და მიუღებელია ჩვენს საზოგადოებაში", - განაცხადა პრემიერმა.
"ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც არ დაუშვებს მსგავსი ტიპის პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს", - დაამატა მან.