
არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი თაობა", რომელმაც პირველი აქცია "თავისუფალი ზონის" ოფისთან გამართა, შემდეგ კი აქტივისტები "თავისუფალი ზონის" ოფისში შეიჭრნენ, ახალ აქციას აანონსებს.
როგორც "ახალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი წერს, აქცია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან 21 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო "თბილისის ფორუმზე" იუზერი "თავისუფალი თაობიდან" წერს, რომ არაა გამორიცხული, ოფისის შტურმიც დაიწყოს. მანამდე ლადო სადღობელაშვილმა დაწერა, რომ აქციები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ყოველკვირა გაიმართებოდა.
შეგახსენებთ, "თავისუფალმა თაობამ" ნაცმოძრაობის ოფისთან ერთი აქცია უკვე გამართა, რომელიც დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ოფისთან მობილიზებული იყო პოლიცია.