-
2014-10-20 10:04
შსს-ს საგანგებო განცხადების მიხედვით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან ჩატარებული აქცია “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის უხეში დარღვევით მიმდინარეობდა.
"ადგილზე მყოფმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს მათ მიერ არაერთხელ გადაკეტილი სავალი გზის გახსნისაკენ, თუმცა ისინი არ დაემორჩილენენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ როგორც პოლიციელებს, ასევე გამვლელ პირებს.
წვრილმანი ხულიგნობის ფაქტის აღკვეთის დროს, აქციის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციელებს, რის გამოც ხუთი ადამიანი დააკავეს. მათგან ერთმა, ტელეარხ „ტაბულას“ ჟურნალისტმა ალექსანდრე გიორგაძემ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ხელის შეშლის მიზნით ამოაცალა რადიოგადამცემი.
რაც შეეხება ადვოკატ რომეო საჯაიას, იგი წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს. პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობისთვის დაკავებულია აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლევან კვარაცხელიაც.", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.