
ყოფილი საგარეო მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე თვლის, რომ შედეგი, რომელიც საქართველოს წინაშე 2-წლიანი კრუნჩხვების შემდეგ დგას, მძიმეა.
„მე არ ვიცი, ეს უგუნურობაა, გაუნათლებლობა თუ არაპროფესიონალიზმი, - ღარიბაშვილი უნდა გადადგეს!
ღარიბაშვილის განცხადება აფხაზეთის თვითგამორკვევასთან დაკავშირებით, სრული იდიოტიზმი და უგუნურობაა.
ვფიქრობ, ძალიან გაჭირდება საერთაშორისო სტრუქტურებში პოზიციების აღდგენა მას შემდეგ, რაც მთავრობამ კარ ბილდტს - მექრთამე, ევროპარლამენტარებს კი არაფრისმცოდნეები უწოდა,“ -- აცხადებს გრიგოლ ვაშაძე „კურიერთან“ საუბრისას.