რა დააქვს ჯიბით ირმა ინაშვილს სატელევიზიო თოქშოუებში

Image

ტელეიმედის თოქშოუ „რეაქციაში“ იზა ორჯონიკიძის შვილს, მაია ორჯონიკიძესა და „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს ირმა ინაშვილს შორის მწვავე პოლემიკა გაიმართა.

 

 

მაია ორჯონიკიძემ  ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ქმედებების აღსაკვეთად არაფერს აკეთებს.

 

„ამ წუთებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიის პროცესი იწყება, სად არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, ისინი დვანში, ე. წ საოკუპაციო ხაზთანაც არ დაგვინახავს. სხვათაშორის არც ირმა ინაშვილი მინახავს დვანში“, – განაცხადა მაია ორჯონიკიძემ.

 

აღნიშნული განცხადების საპასუხოდ ირმა ინაშვილმა ორჯონიკიძეს მიმართა, რომ მასაც არ უნახავს მაია ორჯონიკიძე აფხაზეთში.

 

„მეც არ მინახიხართ თქვენ აფხაზეთში, მე იქ 200 კილომეტრი ფეხით გამოვიარე ოკუპანტმა, რომ დაიპყრო აფხაზეთი. მე არ ვარ სოხუმელი, იქ როგორც ჟურნალისტი ისე ვიყავი და კადრები გადავიღე. ჩემს ქვეყანას ვიცავდი“, – აღნიშნა ინაშვილმა.

 

„ჭუბერი იმიტომ, გამოიარე რომ მერე პუტინისთვის გემსახურა?“- მიმართა რეპლიკით მაია ორჯონიკიძემ ინაშვილს.

 

ორჯონიკიძის რეპლიკის საპასუხოდ ირმა ინაშვილმა ჯიბიდან დამამშვიდებელი წამალი ამოიღო. მან ორჯონიკიძეს მიმართა, რომ წამალი მისთვის წამოიღო.

 

„მე  სპეციალურად თქვენ წამოგიღეთ დამამშვიდებელი წამალი“, – აღნიშნა ინაშვილმა.

 

„თქვენ სხვა წამლებიც გექნებათ მანდ, მაგალითად სუბოტექსი“, – ასეთი რეაქცია ჰქონდა  ორჯონიკიძეს ინაშვილის შეთავაზებაზე.

 

სტუდიაში ვითარების განმუხტვა გადაცემის წამყვანმა სცადა და განაცხადა, რომ დამამშვიდებელს თავისთან დაიტოვებდა.

„კვირა“

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !