
იურისტი ვალერი გელბახიანი „ალიასთან“ ინტერვიუში კულუარულ ინფორმაციას ამხელს.
„გაზაფხულიდან საქართველოში იგეგმება სახალხო გამოსვლები, აქციები.
ფინანსურ რესურსებს მოიზიდავენ საერთაშორისო ფინანსური პოლიტიკური ცენტრებიდან, ასეთი რევოლუცია დაუფინანსებლად არ ხდება.
ბიძინა ივანიშვილს ნუ ჰგონია, რომ მსოფლიოში მხოლოდ მას აქვს ბევრი ფული და სხვას არავის, ამერიკელებმა კი ბევრჯერ დაანახეს სამყაროს, რომ ბევრი ფული აქვთ, ვიდრე ერთ კაცს.
ამ რევოლუციის სათავეებში „ნაციონალები“ რომ ვერ იქნებიან, ეს ცხადია, რადგან მათ ხალხი არ გაჰყვება.
ზუსტად მაგისთვის ამზადებენ, ეტყობა, ალასანიას... პარტია გაძლიერდეს და თუ რამეა, მან დაიწყოს ქუჩის მოქმედებები“, - აღნიშნა მან.
ვალერი გელბახიანის თქმით, ალასანიას არ უყვარს ქუჩის აქციები, მას კაბინეტი ურჩევნია, ასე იყო თავის დროზე ნინო ბურჯანაძე, მაგრამ როცა დასჭირდა, ჩექმებიც კარგად ჩაიცვა.