„ვფიქრობ, ხმაურიანი დაკავებები გველის“

Image

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ მთავრობის შემადგენლობა წლის ბოლომდე შეიცვალოს.

 

 

„თანამდებობის პირებმა ერთი პრინციპი უნდა გაითავისონ როგორც მოსვლით გაგვახარე, ისე წასვლით გაგვახარეო. თანამდებობის დაკარგვის გამო ტრაგედია არავინ უნდა შექმნას.

 

ხელისუფლებამ თავი ევროსაბჭოს დეპუტატს კი არა, საქართველოს მოქალაქეს უნდა მოაწონოს. ჩვენ ვამბობთ, საქართველოში კანონის წინაშე ყველა თანასწორია. პროკურატურაში 20 ათასი სარჩელი მე დავწერე, თუ ეს საჩივრები სანაგვეში გადავყაროთ?

 

სასამართლო თავისუფალია. დღეს ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესები პირდაპირ ეთერში შუქდება, როცა ორი წლის წინ ჟურნალისტს დარბაზშიც კი არ უშვებდნენ. არაერთი ჟურნალისტი ვიცი, რომელსაც შეურაცხყვეს და სცემეს.

 

არჩევნებს არავინ აყალბებს, ციხეში ადამიანებს არ აუპატიურებენ და პირადად ჩემთვის ეს ყველაზე დიდი მონაპოვარია! არაფერს ნიშნავს, რომ შეკრებითობის მუხლები გაუქმდა და ახალგაზრდებს წვრილმანი ქურდობისთვის ციხეში 30 წლით არ აგზავნიან, „ცე“ ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მაჩვენებელი 300%-ით, სააფთიაქო ნარკომანია კი 92% შემცირდა და ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ?

 

ვაკეში ვცხოვრობ, 22 წლის ბიჭი მყავს და ვიცი, რაც ხდებოდა. ჩემ სახლთან 5 ფსიქოტროპული აფთიაქი 24 საათი მუშაობდა. კი ბატონო, მეც მაქსიმალისტი ვარ, მაგრამ საზოგადოებას ფლიდობისთვის არ აურჩევივართ. ევროსაბჭოში კანდელაკმა გაჯობათო, რომ გვეუბნებიან, კანდელაკი გაქნილი  ნაძირალა, ყალბი კაცია!

 

ბურჯანაძეც რომ გვეუბნება, რეზოლუცია თქვენი სისუსტის შედეგიაო, კარგად მახსოვს, ნაციონალებმა დასავლეთში ფლიდობა სწორედ ბურჯანაძესთან ერთად დაიწყეს და შემდეგ მის გარეშე გააგრძელეს!

 

ევროსაბჭოს დეპუტატებს  მოვუწოდებ, ჩამოვიდნენ და ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესებს დაესწრონ. სიმართლე გითხრათ, სამართლიანობის აღდგენის ტემპი არც მე მომწონს და ის 20 ათასი საჩივარი ბოლომდე მისაყვანია, რათა მტყუან-მართალი ერთხელ და სამუდამოდ გავარჩიოთ, ოღონდ ისე, სასამართლოს გადაწყვეტილებაში არავინ ჩაერიოს.

 

ეს დამოკიდებულია სასამართლოზე. ვვარაუდობ, გახმაურებული საქმეები წლის ბოლომდე ან 2015 წლის დასაწყისში გაიხსნება. ასე რომ, ვფიქრობ, ხმაურიანი დაკავებები გველის“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

 

 „ვერსია“ 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !